ჟან მონეს პროგრამა ბსუ-ში

15 ნოემბერი 2021, 17:06 19463 ნახვა

ჟან მონეს პროგრამა ბსუ-ში

# კონტაქტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლიდან ჩართულია ევროკომისიის დაფინანსებულ ჟან მონეს პროგრამაში, რომლის მიზანი ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრა ფუნქციონირებს.

2020-2021 სასწავლო წელს ჟან მონეს კურსი წარმატებით დაასრულა ბათუმის უნივერსიტეტის 52 სტუდენტმა. ამჟამად პროგრამას ახალი მსმენელები ჰყავს.

დღევანდელი, 15 ნოემბრის გადაცემა ჟან მონეს პროგრამას დაეთმო.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ : მალხაზ ნაკაშიძე, ჟან მონეს პროფესორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი .

არჩილ კვაჭაძე, ჟან მონეს სასწავლო კურსის "ევროპის კავშირის კონსტიტუციური სამართალი" და ბსუ-ს საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.

ტელეფონით გვერთვებოდა ტატო ჯულაყიძე, ჟან მონეს სასწავლო კურსის "ევროპის კავშირის კონსტიტუციური სამართალი" და ბსუ-ს საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.