ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში

01 ივლისი 2022, 17:10 657 ნახვა

ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში

# „კონტაქტი“

პარასკევობით „კონტაქტი“ ტურიზმს ეთმობა.

ყველას კარგად გვახსოვს ის რეალობა, რომელშიც ეს სფერო კოვიდ-პანდემიის პერიოდში აღმოჩდა. თუმცა, ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით მაინც ხდებოდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, მიმდინარეობდა მუშაობა სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ახალი ტურისტული მარშრუტებისა და პროდუქტების შექმნაზე. ამჟამად აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილია.

როგორ აისახა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული აქტივობები ვიზიტორთა რაოდენობის დინამიკაზე , ტურისტული პროდუქტებიდან რომელია ყველაზე მოთხოვნადი და რა მდგომარეობაშია ტურისტული ინფრასტრუქტურა -ამაზე დღევანდელი, 1 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

კონტაქტის „ სტუმარი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.