"შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე"

04 ივლისი 2022, 17:17 609 ნახვა

"შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე"

# „კონტაქტი“

5-6 ივლისს ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას "შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე".

კონფერენციას 14 სხვადასხვა ქვეყნიდან 150-ზე მეტი მკვლევარი შემოუერთდება , 60 კი ონლაინ რეჟიმში იქნება მისი მონაწილე

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე" ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით იმართება .

კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

დღევანდელი, 4 ივლისის გადაცემაში სწორედ ამ კონფერენციის შესახებ ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ როინ მალაყმაძე-პროექტის ხელმძღვანელი, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი და ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი ელზა ფუტკარაძე.