გაგა-ფრანი და 4D Monster Lobsters & Tamada - ჩემი ალტერნატივა

01 ნოემბერი 2021, 15:09 3183 ნახვა

გაგა-ფრანი და 4D Monster Lobsters & Tamada - ჩემი ალტერნატივა

 

გაგა-ფრანი - გაგა ჩიხლაძე  მსმენელმა ჯგუფ „ფრანის“ წევრად გაიცნო და შეიყვარა. შოთიკო ზაქარიძესთან ერთად შექმნილი ეს დუეტი, მრავალი წელი ატკბობდა და ატკბობს ქართული სიმღერის მოყვარულ მსმენელს. წელს გაგამ, 15 წლიანი ჯგუფური მოღვაწეობა, სოლო კარიერით განაგრძო და სახელით „გაგა-ფრანი“ ახალი რეპერტუარიდან უკვე  სიმღერები მოისმინა მსმენელმა, რომლებიც სხვა დანარჩენთან ერთად ახალ ალბომში შეიკრება.
 

4D Monster Lobsters & Tamada - ტრადიციული მუსიკის, გათანამედროვების, ახლებურად აჟღერების მცდელობებს, უკვე დიდი ხანია ვადევნებთ თვალყურს - ეს მეტად საფრთხილო საქმეა, მხოლოდ მონდომების ხარისხი ვერ მოიტანს შედეგს, თუკი უნარი და ალღოც არ იქნა შესაბამისი.
შარშან ზაფხულს გამოჩენილმა ახალმა მუსიკალურმა სახელმა Tamada, რომლის უკან გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი ლაშა ჩხაპელია დგას საკმაოდ დადებითი რეზონანსი გამოიწვია. ეს ძველი თბილისული ფოლკლორის, აშუღური პოეზიის,ბაიათების და ელექტრო ტექ-ჰაუს-ფანკის ნაზავი მოიწონა როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მსმენელმა.

 

შარშანდელი გადაცემების ციკლიდან, უკვე იცნობთ ჯგუფს  4 Demontional Monster Lobster. ფსიქოდელიური სინთი-პოპ მიმართულების ამ ჯგუფის მაშინდელ ნამუშევრებში ,  ინტერესი ქართული კლასიკური მუსიკისადმი კარგად ჩანდა.
 გასულ ზაფხულს იუთუბზე ამ მუსიკოსის და  ჯგუფის სახელით გამოქვეყნდა მუსიკალური ტრეკი და ვიდეო „ვნება“.