#ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკა გერმანიაში #საერთაშორისო პროექტი "მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა"

16 ივლისი 2021, 17:08 13828 ნახვა

#ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკა გერმანიაში #საერთაშორისო პროექტი "მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა"

# კონტაქტი

ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სექტორს ეთმობა.

ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურასთან ერთად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრები , რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან მომსახურების როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. 3 თვიანი სასწავლო პრაქტიკა , რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში გაივლიან რა კომპეტენციების გაუმჯობესებაში დაეხმარება მათ -ამაზე დღევანდელი, 16 ივლისის გადაცემის პირველ ნაწილში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა როსტომ ბერიძემ სატელეფონო ჩართვაში ისაუბრა.

„კონტაქტის“ მეორე ნაწილი დაეთმო საერთაშორისო პროექტს „ მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემიკვიდრეობა“ , რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტში ჩართულია ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

სატელეფონო ხაზზე იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმისა და საინვესტიციო განყოფილების სპეციალისტი ნინო ჩხეტია.