თემა: სერფინგი და ჭადრაკი

-რუბრიკა ‘’მუსიკალური ტაიმი’’ 

ვისაუბრებთ , ამერიკელ ფეხბურთელზე კლინტ დემპსის შესახებ. ფეხბურთი და მუსიკა კლინტისთვის ორი საყვარელი სფეროა. მან ცნობილი კამპანიისთვის ტეხასელ რეპერებთან  Big Hawk-თან და XO-სთან ერთად ჩაწერა ცნობილი ტრეკი - „Don't Tread“.

-მეორე ტაიმი - კვირის პირველი სტუმარი

შავი ზღვის სანაპირო ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ექსტრემალს იზიდავს. ერთი შეხედვით, ზღვისპირეთი ტრადიციულ, მშვიდ დასვენებასთან ასოცირდება, მაგრამ ბოლო წლებში აჭარაში სრულიად ახალი, ენერგიული ტენდენცია იკრებს ძალას — ეს სერფინგია.  

სტუმრები : გიორგი კახაშვილი და ნუგზარ დევაძე — სერფერები

დამატებითო ტაიმი - კვირის მეორე სტუმარი

ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

ესპანეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის კესარია მგელაძემ 11-დან 9,5 ქულა დააგროვა, პირველობა გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სტუმარი : კესარია მგელაძე - მოჭადრაკე,მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი-რუბრიკა ‘’მუსიკალური ტაიმი’’ 


გადაცემის არქივი