
დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში ტრადიციულად მომოვიხილავთ მნიშვენელოვან სასპორტო ამბებს .
მეორე ნაწილში გვექნება მუსიკალური ტაიმი. დღეს გამორჩეულ ფეხბურთელზე უნდა გიამბოთ, რომელიც ერთნაირად წარმატებულია როგორც მწვანე მოედანზე, ისე მუსიკალურ სტუდიაში. საუბარია ნიდერლანდელ ფეხბურთელ მემფის დეპაიზე და მის მუსიკალურ შემოქმედებაზე.
გადაცემის მესამე ნაწილში გვეყოლება სტუმარი:
ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის ჰოკეის მოსწავლეებისთვის 100 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარის შეძენა განხორციელდა.კიდევ რა სიახლეებია ბათუმის სპორტულ ცენტრში?
თეონა გორგოშაძე - ბათუმის სპორტულ ცენტრის მასმედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციების მენეჯერი