
გადაცემა ეძღვნება შოტლანდიურ კულტ-კოლექტივს Cocteau Twins. განხილულია მათი უნიკალური, ინოვაციური ჟღერადობა, რომელიც დრიმ-პოპისა და ეფემერული არტ-როკის ფუძემდებლად იქცა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ელიზაბეთ ფრეიზერის ფენომენალურ ვოკალს, სიტყვების ნაცვლად ემოციებზე აგებულ ენასა და ჰიპნოტურ, ღრმა ატმოსფერულ მელოდიებს, რომლებიც მსმენელს მისტიკურ განზომილებაში გადააქვს.