
გადაცემა ეძღვნება გამოჩენილ არგენტინელ მუსიკოსს, ბანდონეონისტსა და კომპოზიტორს, დინო სალუცის. განხილულია მისი უნიკალური მუსიკალური ენა, რომელიც ტრადიციული არგენტინული ტანგოს, ფოლკლორისა და ავანგარდული ჯაზის სინთეზს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მის ინტიმურ, ღრმა და მედიტაციურ იმპროვიზაციებს, სადაც ბანდონეონის ხმა ადამიანური სულის, ტკივილისა და განცდების მეტაფორად იქცევა