დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა მოაწერეს.

საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, სახელფასო დანამატს მიიღებს დაცული ტერიტორიების სისტემაში შემავალი ტერიტორიული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სააგენტოს ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ყველა თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

აღნიშნულ თემაზე  გადაცემაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - ნიკო თევდორაშვილი გვპასუხობს კითხვებზე. 

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017