რეპეტიტორის ინსტიტუტი და სასკოლო განათლების პრობლემები -გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) -რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს რეპეტიტორი , –რატომ ვერ პასუხობს საჯარო სკოლები საზოგადოების მოთხოვნას და - რატომ უწევთ მოზარდებს სხვა გზების მოძიება სასურველი სერვისის მისაღებად .. –რა ჯდება დამატებითი განათლების მიღება საქართველოში .–წარმოადგენს თუ არა რეპეტიტორობა განათლების სფეროში არსებული ხარვეზების კომპენსაციას და რა შედეგს მივიღებთ მისი აკრძალვის შემთხვევაში..–როგორია სახელმწიფო პოლიტიკა და რატომ არის რეპეტიტორობა ასე პოპულარული ..ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის სტუმრებთან ერთად..-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი (სატ. ჩართვა ) და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა(სატ. ჩართვა )სტუდიის სტუმრები : ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ,ქართული ენისა და ლიტერტურის პედაგოგი ნინო სურმანიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა რადიოს სტაჟიორი - ლევან ურიდია ,

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017