რეპეტიტორის ინსტიტუტი და სასკოლო განათლების პრობლემები -გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) -რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს რეპეტიტორი , –რატომ ვერ პასუხობს საჯარო სკოლები საზოგადოების მოთხოვნას და - რატომ უწევთ მოზარდებს სხვა გზების მოძიება სასურველი სერვისის მისაღებად .. –რა ჯდება დამატებითი განათლების მიღება საქართველოში .–წარმოადგენს თუ არა რეპეტიტორობა განათლების სფეროში არსებული ხარვეზების კომპენსაციას და რა შედეგს მივიღებთ მისი აკრძალვის შემთხვევაში..–როგორია სახელმწიფო პოლიტიკა და რატომ არის რეპეტიტორობა ასე პოპულარული ..ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის სტუმრებთან ერთად..-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი (სატ. ჩართვა ) და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა(სატ. ჩართვა )სტუდიის სტუმრები : ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ,ქართული ენისა და ლიტერტურის პედაგოგი ნინო სურმანიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა რადიოს სტაჟიორი - ლევან ურიდია ,

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: მიუსაფარ ძაღლთა პრობლემა , თავშესაფრები , მონიტორინგი , ვაქცინაცია და ცხოველთა უფლებები - სტუმრები : პირველი ბლოკი - ბათუმის მერიის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე. მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის და ვეტერინარულ ცენტრ ,,აიბოლიტი’’ს ხელმძღვანელი კატერინე ბოგოტოვა , მთავარი ექიმი ზურაბ გოგაშვილი .. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი რუსუდან ბიბილეიშვილი. და არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ცხოველთა სამყარო’’-ს ხელმძღვანელი გულო ფუტკარაძე. მეორე ბლოკის სტუმარი : სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართცელოს ინსპექტორი , ვეტერინარი გიორგი კალანდაძე.

10 მაი 2017

გადაცემის თემა : დასაქმების ფორუმი და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება" - პროექტი , რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება აჭარაში. სტიუდიის სტუმრები : განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აჭარის კოორდინატორი ლელა შანიძე, პროექტის კონსულტანტი ირმა ზოიძე და პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი თამარ დოლიძე .. პირდაპირ ეთერში სატ, ჩართვები : - აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიული განათლების და დასაქმების მხარდამჭერი საქმიანობა თბილისში, ქუთაისში , აჭარასა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს... გარდა შშმ პირებთან მუშაობისა, პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე მიმართულ აქტივობებსაც ახორციელებს... საპილოტე პროგრამაზე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს ცენტრი საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში დასაქმების ფორუმის ორგანიზებას გეგმავს.

03 მაი 2017

კოლხური ბზა - წითელ ნუსხაში შეტანილი ამ უნიკალური სახეობის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განმკაცრებული საჯარიმო სანქციები. სტუმრები : აჭარის სატყეო სააგენტოს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი რევაზ ვასაძე .. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე ... და საპატრიარქოს წარმომადგენელი , ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის დეკანოზი იოანე გორელიშვილი

05 აპრ 2017

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017