რარიტეტული და უძველესი წიგნების გამოფენა

14 სექ 2019

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ მერიის ფოიეში წიგნადი ფონდის ცალკეული ეგზემპლარები გამოფინა. 

თვის ბოლომდე მსურველებს ბიბლიოთეკის რარიტეტული და უძველესი წიგნების და იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენის“სხვადასხვა წლის გამოცემების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.