20 თებ 2026
ხე, როგორც ტილო-ასე ეწოდება გამოფენას ,რომელიც თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდისა და სახელოვნებო მიმართულებების განყოფილების, ხის მხატვრული დამუშავების წრის მოსწავლეთა 50 მდე ნამუშევარი.
გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის მღვდელმთავრობის 30 -ე წლის იუბილეს ეძღვნება. ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში 28 თებერვლამდე დარჩება.