ჯემალ მიქელაძის გამოფენა

21 იან 2026

მხატვარისა და მეცნიერის ჯემალ მიქელაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა დღეს აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში.

გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ 85 წლის მხატვრის ნამუშევრებს, რომელთა შორისაც პორტრეტები ჭარბობს.

მხატვარი და მეცნიერი ჯემალ მიქელაძე ამბობს, რომ ბავშვობის სურვილი ყოფილიყო მეცნიერი და მხატვარი დიდი ხნის წინ აიხდინა და ახლა საკუთარ შემოქმედებას როგორც ტილოების ასევე ეთნოლოგიური ნაშრომებით აცნობს საზოგადოებას.

მიქელაძის საიუბილეო ექსპოზიციის გახსნას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე ბათუმის სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელი , რომელმაც ჯემალ მიქელაძეს თბილისისა და ბათუმი სამხატვრო აკადემიების ჯილდო გადასცა.

სპეციალური საჩუქარი მიიღო მხატვარმა ასევე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელისგან, სადაც მხატვარი წლებია მუშაობს.

ჯემალ მიქელაძის გამოფენა 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.