23 იან 2026
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა „ჩემი ოჯახის ფოტოისტორიები“ გაიხსნა.
გამოფენა ბათუმში მოღვაწე პირველი ფოტოგრაფების ორიგინალ ნამუშევრებსა და მე-19 მე-20 საუკუნის ფოტოალბომებს აერთიანებს.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ფოტოხელოვანთა ობიექტივში მოხვედრილ პორტრეტებს, ქალაქის ხედებს, არქიტექტურას, ყოველდღიურ ცხოვრებას, საოჯახო ფოტოალბომებსა და ძველი ბათუმის ამსახველ ღია ბარათებს.