12 მაი 2026
სრულიად საქართველოს ვულოცავ უწმინდესი და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ანდრია პირველწოდებულის წმინდა კათედრაზე აღსაყდრებას. ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი, რომელიც იშვიათია ერისთვის და ყველას გვიხარია, რომ ვართ ამ მომენტის მომსწრე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა.
პაპუაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს ილია II-ის მოღვაწეობით შესრულებული საქმის გაგრძელება უსურვა.
„მინდა ვუსურვო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ილია მეორემ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, ეს საქმე გაეგრძელებინოს. ჩვენ ვართ ბედნიერნი, რომ ვართ ილია მეორის პერიოდში დაბადებულ- გაზრდილი, ეკლესიაში მისული ადამიანები. ადამიანები, რომელმაც იგრძნო ის სულიერი კავშირი, რომელიც ილია მეორემ დაამყარა თითოეულ ქრისტიან ქართველს შორის. მნიშვნელოვანია ამ ღვაწლის გაგრძელება. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვიწყებთ იმ წერტილიდან, სადაც ილია მეორემ სუდარა გადაფარებული ქართული ეკლესია კვლავ ააღორძინა, გააცოცხლა. ჩვენ, როგორც მრევლი შეგვკრა. ჩვენ ვართ მომენტში, როდესაც ილია მეორემ დათესა და ჩვენ ვიმკით და მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ამ დანატოვარს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.