13 მაი 2026
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში, - საქართველოში პოლონეთის საელჩო შიო III-ს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს.
„პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა მორწმუნეს ვუსურვებთ მშვიდობას, სულიერ ერთობასა და აღმავლობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს იდენტობისა და კულტურის საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნული დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ წერილში.