13 მაი 2026
ვლოცულობთ, რომ თქვენი მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი - ღვთის სადიდებლად, თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ, - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, დიდი სიხარულით მივიღეთ თქვენი უნეტარესობის არჩევის სასიხარულო ამბავი სრულიად საქართველოს უძველეს და სახელგანთქმულ საპატრიარქო ტახტზე, განსვენებული და დაუვიწყარი პატრიარქ ილია II-ის შემდეგ, რომელმაც დიდი და ისტორიული სამსახური გაუწია საქართველოს ეკლესიასა და მთელ მართლმადიდებლობას.
ვადიდებთ უფალს, მისი ეკლესიის დამფუძნებელსა და განმამტკიცებელს და ძმურად გილოცავთ. ვლოცულობთ, რომ თქვენი მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი - ღვთის სადიდებლად, თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველი ხალხის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის მისალოც წერილში.