ზელენსკის და ორბანის განცხადებები

06 მარ 2026

უნგრეთი  უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფას დაბლოკავს. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ის ევროპის მიერ უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას იქამდე შეაფერხებს, სანამ კიევი მილსადენ „დრუჟბას“ არ აღადგენს.

მისი მტკიცებით, მილსადენ „დრუჟბას“ ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ არ აპირებს დაემორჩილოს ევროპის გადაწყვეტილებას რუსულ ენერგომომარაგებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტი კი ვიქტორ ორბანს დაემუქრა თუ ევროკავშირის 90 მილიარდიან ტრანშს შეაფერხებს მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„უკრაინის პრეზიდენტი მსგავს ქცევას თუ გააგრძელებს, შესაძლოა, უნგრეთის გარდა სხვა ქვეყნებმაც დაბლოკონ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი“-დაწერა სოციალურ ქსელში რობერტ ფიცომ.