დიქტატორებთან ასე მოპყრობა თუ შეიძლება, მაშინ აშშ-მა იცის, რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ - ვოლოდიმირ ზელენსკი

04 იან 2026

აშშ-ის მიერ ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციას და ნიკოლას მადუროს დაკავებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში დიქტატორთან გამკლავების მკაფიო მიმართულება აჩვენა.

„რა შემიძლია რომ ვთქვა? თუ დიქტატორებთან ასე მოპყრობა შეიძლება, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის, რა უნდა გააკეთოს შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში დიქტატორთან გამკლავების მკაფიო მიმართულება აჩვენა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს.