ქართული ხალხური სიმღერისა და ქორეოგრაფიის მასტერკლასი

04 მარ 2026

ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და სიმღერის მასტერკლასი დაიწყო. პროგრამას აჭარის კულტურის სამინისტროს ახორციელებს და ითვალისწინებს მასტერკლასებს ქორეოგრაფებისა და ლოტბარებისთვის, ასევე, სკოლის გარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლებები. 

ტრენინგების მიზანი ქორეოგრაფებისა და ლოტბარების პროფესიული გაძლიერება, თანამედროვე და ტრადიციული მეთოდოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და შემოქმედებითი რესურსების ეფექტურად გამოყენების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაა. 

მასტერკლასებში მონაწილეობა უფასოა  რეგისტრაცია ხორციელდება ადგილზე  ტრენინგებს ჩაატარებენ ადგილობრივი და მოწვეული ტრენერები.

მასტერკლასები აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში, დილის 09:30 საათიდან 17:00 საათამდე ჩატარდება.