18 თებ 2026
“მიყვარხარ საქართველო“ - ამ სახელწოდებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში თინათინ მღვდლიაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო ხვალ გაიმართება.
ღონისძიებაზე პოეტის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შესრულდება. თინათინ მღვდლიაშვილი არაერთი ცნობილი პატრიოტული ლექსის ავტორია.
საღამოს მონაწილეები არიან მომღერლები და მსახიობები. ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.