20 თებ 2026
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა იაპონიის საელჩოს გრასრუტების კულტურული პროგრამის გრანტი მოიპოვა.
სასწავლებელს, გრანტის ფარგლებში, 15 ფორტეპიანო და ერთი როიალი გადაეცემა. საგრანტო ხელშეკრულებას სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა, ნინო ჩაიძემ და იაპონიის ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს ხელი.
შეხვედრაზე აჭარის კულტურის მინისტრმა, აღნიშნა, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.