25 თებ 2026
25 თებერვალს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ფრენბურთში თბილისის საქალაქო თამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა.
თბილისის ჩემპიონის ტიტული როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა გუნდებს შორის ასმესამე საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები თბილისის სახელით აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებზე იასპარეზებენ.