დიპლომების გაცემა სპორტის უნივერსიტეტში

25 თებ 2026

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის ბაკალავრიანტისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო.

2025 წელს საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის სამი საბაკალავრო და ამდენივე სამაგისტრო პროგრამა 97-მა სტუდენტმა დაასრულა.