საქართველოს თასი სპორტულ ორიენტირებაში

23 თებ 2026

დიღმის ტყე-პარკში სპორტული ორიენტირების თბილისის თასის I ტური გაიმართა. 

შეჯიბრში მონაწილეობა 60-მდე სპორტსმენმა მიიღო, როგორც მოყვარულებმა, ასევე გამოცდილმა მონაწილეებმა. ღონისძიება ღია იყო სხვადასხვა ასაკობრივი და გამოცდილების კატეგორიებისთვის.

მონაწილეებმა რუკისა და ელექტრონული დროის აღრიცხვის სისტემის (SI ჩიპი) გამოყენებით, ინდივიდუალურად გაიარეს სპრინტის დისტანცია და შესაბამისი თანმიმდევრობით მოიძიეს ყველა საკონტროლო პუნქტი.