უმაღლესი განათლების რეფორმა-შეხვედრა სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან

20 თებ 2026, 14:46

0
გაზიარება:

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს  უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები გააცნო  განათლების მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ის ახალგაზრდები რომლებიც ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) გეგმავენ სწავლის დაწყებას, ასევე სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ აღნიშნულ პროგრამაზე და მომავალ წელს აპირებენ საბაკალავრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას.