03 თებ 2026
რამდენიმე ახალი მუხლით “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს პარლამენტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარადგინა. კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებები დეპუტატებს განათლების მინისტრის მოადგილემ გააცნო.
მთავარი განხილვის საგანია ორი უმაღლესი სასწავლებლის, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება, რაც განსაკუთებული ვნებათაღელვის მიზეზია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ნაწილში.სიახლეებია სასკოლო ცხოვრებაშიც, რომლებიც უკავშირდება როგორც მოსწავლეებს ყველა საფეხურზე, ისე მასწავლებლებს და სასკოლო საზოგადოებას.