20 თებ 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი სამეგრელოში სხვადასხვა დასრულებულ თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მათ შორის ფოთში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც მდინარე რიონზე ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს.
436-მეტრიანი 8-მალიანი ფოლად-რკინა-ბეტონის ხიდი და 2 კმ-იანი მისასვლელი გზები, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენს. პროექტის მიზანი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელოვნად გაძლიერებაა.
ინფრასტრუქტურის მინისტრი სენაკშიც იმყოფებოდა, სადაც სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება.
პროექტის ფარგლებში ფეხბურთის მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.