ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები

20 თებ 2026

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამრეწველო ინოვაციებისა და 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, ვირტუალური რეალობის სტუდია და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის,  ექსპერიმენტების ჩატარებისა და ინოვაციური და ტექნოლოგიური პროტოტიპების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება ტექნოლოგიური პარკი, სხვადასხვა მიმართულების ტექნოლოგიური ლაბორატორიები, 400 ვიზიტორზე გათვლილი მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცე, ინტერაქტიულ- სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი. 

ტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება.