ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი

19 თებ 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, საერთო ტერიტორიის კეთილმოწყობას.

პარკში ასევე მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები. 

რევაზ სოხაძემ ადგილზე განიხილა, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები, რომელიც ითვალისწინებს ქუჩის გამწვანებას და ტერიტორიის კეთილმოწყობას,ასევე ქუთაისში მიმდინარეობს ახალი ბულვარის მოწყობის სამუშაოები აბაშიძის ქუჩაზე.