აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აჭარაში მიმდინარე პროექტები მოინახულეს

23 იან 2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შეაფასეს, როგორც ამბობენ ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანი რეგიონში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.