20 თებ 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება.
მარიამ ქვრივიშვილმა პირველი შეხვედრა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან გამართა, სადაც საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.
მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ სომხეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ამასთან, ქვეყნებს შორის ამ კუთხით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კიდევ დიდი პოტენციალი და რესურსი არსებობს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის სექტორში. ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების საკითხს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანთან, ასევე ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან.