საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრა გამართა

19 თებ 2026

ელექტროსადგურების ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გაიმართა.

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კანონპროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, რომლებიც განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ, სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს იმ დასახლებებში, სადაც  ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება.