2026 წელი საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური დინამიკებით დაიწყო

19 თებ 2026

2026 წელი საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური დინამიკებით დაიწყო, კერძოდ ექსპორტის მოცულობა 19%-ით გაიზარდა და 480 მილიონი დოლარი შეადგინა, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 68 პროცენტით არის გაზრდილი და 318 მილიონ დოლარს შეადგენს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული მოცულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია, ამასთან სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართველ მეწარმეებს ექსპორტის სტიმულირების სხვადასხვა ინსტრუმენტს სთავაზობს, როგორც ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის, ასევე განათლების მიმართულებით.

სააგენტოს შექმნის დღიდან ქართულმა კომპანიებმა 1500-ჯერ მიიღეს მონაწილეობა 30-მდე ქვეყნის 200-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ჩინეთი, იაპონია.

მსგავსს გამოფენებში მონაწილეობა ქართველ ექსპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას ღონისძიების ასეულობით ათასს სტუმარს წარუდგინონ საკუთარი პროდუქცია და დაამყარონ ახალი ბიზნეს კონტაქტები საერთაშორისო შემსყიდველებთან.