კლასიკური მუსიკის კონცერტი

18 თებ 2026

ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები დღეს მსმენელის წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგნენ.

კლასიკური მუსიკის კონცერტი სასწავლებლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა, წელს ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლას დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა.

კლასიკური მუსიკის კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის  დარბაზში გაიმართა.

მასში ორკესტრთან ერთად რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის 12 აღსაზრდელი მონაწილეობდა.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი რამდენიმე წელია ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რომლის მიზანიც ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების გამოვლენაა.