14 იან 2026
საქართველოს ევროვიზია 2026-ზე ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს. ეს ჯგუფი მაყურებელს საბავშვო ევროვიზიიდან ახსოვს.
2008 წლის საბავშვო ევროვიზიაზე მათ გამარჯვება მოიპოვეს. ამჯერად მუსიკალურ ჯგუფი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს.
ჯგუფის წევრები არიან: გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. ისინი შესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ.
მათ, საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში, საქართველოს პირველი გამარჯვება მოუტანეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, ჯგუფი საქართველოს ევროვიზია 2026-ზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში წარადგენს.