საახალწლო კონცერტი შუახევში

26 დეკ 2025

შუახევის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს.

ღონისძიებას მუსიკალურად ადგილობრივი შემსრულებლები და შემოქმედებითი ჯგუფები აფორმებენ. 

ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელით, მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული შუახეველები დააჯილდოვეს.

საახალწლო პროგრამა საბავშვო აქტივობებსა და მუსიკალურ ნომრებს მოიცავს და საღამოს საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.