ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

11 თებ 2026

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს ახალი ხელმძღვანელი ყავს. თეატრს  დღეიდან სალომე ჯიჯავაძე უხელმძღვანელებს.

სალომე ჯიჯავაძეს დამთავრებული აქვს თბილისი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის რეჟისურის სპეციალობით. მისი რეჟისორობით დადგმულია სპექტაკლები ბათუმის დრამატულ და თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში.

ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებსა და შემოქმედებით დასს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ირმა აბულაძემ წარუდგინა.