02 თებ 2026
„EducAItion 2026‘‘ -განათლების მინისტრმა იერუსალიმში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
გივი მიქანაძემ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებაში მონაწილეობა 20-მდე ქვეყნის განათლების მინისტრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და რეკომენდაციების შემუშავება განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი და პასუხისმგებლობიანი გამოყენებისთვის