25 თებ 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს და პედაგოგებს შეხვდა.
მინისტრმა აუდიტორიას ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა მსგავსი შეხვედრა აჭარაში პირველად იმართება, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდგომ ზემოაჭარაშიც გაიმართება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, ქობულეთის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები.