გივი მიქანაძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა

13 მარ 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა.

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერების მხარდაჭერის, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების, აკადემიური პროგრამების განვითარების, სტუდენტთა კვოტების განაწილებისა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით.