15 იან 2026
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რისთვისაც 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
აეროპორტის გაფართოვება უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გაიმართა, მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალურმა დირექტორმა, TAV Airports-ის პრეზიდენტმა და სხვა - სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს - სამოქალაქო ავიაციის განვითარება განხორციელდეს ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოს, მკაფიო პასუხისმგებლობებისა და სანდო საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე“.