19 თებ 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება. მმართველი კომპანია ტავ ჯორჯიას წარმომადგენლებმა - ეკონომიკის მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა უკვე წარუდგინეს.
კომპანიის მიერ წარდგენილი ხედვით, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს.