26 დეკ 2025
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 28 დეკემბერს დონალდ ტრამპთან სავარაუდოდ, უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლოდიმირ აღნიშნა, რომ ფლორიდაში დაგეგმილი შეხვედრისთვის ფართო დღის წესრიგია გაწერილი.
მისი თქმით, 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ახლა 90%-ით მზად არის. ასევე დაამატა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე რამდენიმე დოკუმენტის პროექტი არსებობს და “სასურველია ყველას განხილვის შესაძლებლობის პოვნა”.