საახალწლო კონცერტები ბათუმში

26 დეკ 2025

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ევროპის მოედანზე გუშინ საღამოს გამართულ კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგენენრანინას“ მონაწილეები და ზვიად ბოლქვაძე ბენდით

ევროპის მოედანზე საზეიმოდ მოწყობილ საახალწლო სივრცეში წარმოდგენილია ასევე  ⁠სამეწარმეო, ⁠გასტრონომიული და სანტას კუთხეები, იმართება საბავშვო გასართობი აქტივობები, კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

ბათუმი ახალ წელს 31 დეკემებერს  გალა კონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება.