საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიმართ რეაგირებას ითხოვს. გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო და აღნიშნულ ფაქტს შეგნებულად განხორციელებულ ვანდალიზმის უწოდებს.