ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა - სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 

20 ივლისი 2022, 11:40 491 ნახვა

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება დღეს,  დღის მეორე ნახევარში. 

სხდომას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და მან კონკრეტული წინადადებები სფეროში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მომდევნო სამი თვის განმავლობაში უნდა შეიმუშავოს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი