ქედაში, მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

20 ივლისი 2022, 10:25 1445 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში მორიგი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით 2,1 კმ საავტომობილო გზაზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. პროექტის მიხედვით აშენდება გაბიონის და ბეტონის კედლები, სანიაღვრე არხები, მილები და ზღუდარები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაბიონის საყრდენი კედლების მშენებლობა.

რეაბილიტირებული გზით, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, ტურისტებიც ისარგებლებენ. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი